რევაზ ნადარაია - მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა - მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემხებლობა ამის საფუძველი ვერ გახდება - Palitra News

რევაზ ნადარაია - მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა - მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემხებლობა ამის საფუძველი ვერ გახდება

2026-10-21 14:41:06+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაბარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში.

“პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე და ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. გამომდინარე იქიდან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში. ის, რომ მათ უბრალოდ შემხებლობა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ვერ გახდება საფუძველი“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.