ემანუელ მაკრონი - ლიდერები, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ატლანტის ოკეანის გაღმა, მიამიტურად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ნარატივებს - ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ მიგრანტებისა და ისლამისტების ურდომ გადაგვიარა, რაც სიცრუეა - Palitra News

ემანუელ მაკრონი - ლიდერები, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ატლანტის ოკეანის გაღმა, მიამიტურად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ნარატივებს - ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ მიგრანტებისა და ისლამისტების ურდომ გადაგვიარა, რაც სიცრუეა

2026-10-21 16:37:15+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები „სულელურ“ კომენტარებს აკეთებენ.

„ჩემი აზრით, მომხდარ მოვლენებში პირდაპირი უცხოური ჩარევა აშკარა არ არის, თუმცა ადგილი აქვს ინფორმაციით მანიპულირებას, რამაც ბევრი ადამიანის მხრიდან, მათ შორის უცხოელი ლიდერების მხრიდან მიუღებელი და სულელური კომენტარები გამოიწვია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ.

„ლიდერები როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ატლანტის ოკეანის გაღმა, მიამიტურად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ნარატივებს ან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებაც გარკვეულ წრეებს სურთ. ნათელია, რომ ისინი ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები, სადაც ისეთი სცენები ჩანს, რაც საფრანგეთში რეალურად არ მომხდარა. ნაწილი იმასაც კი აცხადებდა, რომ მიგრანტებისა და ისლამისტების ურდომ გადაგვიარა, რაც სრული სიცრუეა“, - აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და არეულობასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე „მუსლიმური ქალაქი“ გახდება.