„დემოკრატიის გაუქმება“ თუ „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი“ - დაპირისპირება ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე - Palitra News

„დემოკრატიის გაუქმება“ თუ „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი“ - დაპირისპირება ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე

2026-10-21 20:48:37+04:00

დემოკრატიის გაუქმება, ერთპიროვული მმართველობის დაკანონება და მოქალაქეთა არჩევანის უგულებელყოფა - ასე აფასებენ ოპოზიციაში მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნებისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, და სწორედ ამის გამო, ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს განაგძობს, რაც მათი აკრძალვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.