ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე კრიტიკა ისმის დასავლეთისგან. პროცესებს აკვირდება ევროპის საბჭოც. გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდა დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის. მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად მყარი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.