18 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ 9 თვეში. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, თბილისში, პარკირების ჯარიმებიდან, ბიუჯეტში 18 მილიონ 242 ათასი ლარი შევიდა. შედარებისთვის, გასული წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 10 მილიონ 773 ათასი ლარი იყო. მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებლები გაზრდილია არა მხოლოდ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, არამედ წინა წლის ჯამურ მაჩვენებელსაც აჭარბებს. შარშან, სრული წლის განმავლობაში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 17,5 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. წელს 9 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 193 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 188 მილიონი ლარი იყო.