საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაც გაიზარდა და გამომუშავებაც. მონაცემებს „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს, საიდნაც ვიგებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, 2.3%-ით, 1133 გიგავატ საათამდე გაიზარდა. თუმცა, 2026 წლის იანვარ -სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ჯამურად გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 0 .7%-ით შემცირებულია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, ელექტროენერგიის მოხმარებამ წლიურ ჭრილში 1.4%-ით მოიმატა და 1094 გიგავატ საათს გაუტოლდა. რაც შეეხება გამომუშავებას წყაროების მიხედვით. ყველაზე მეტი სიმძლავრე ჰიდრო ელექტროსადგირებზე მოდის - 872 გვტ. სთ და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით არის გაზრდილი. მას მოსდევს თბოგენერაცია 249 გიავატ. სთ სიმძლავრით და ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 15.4%-ით. მომდევნო პოზიციებს კი ქარისა და მზის ელექტროსადგურები იკავებს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ანგარიშის თანახმად, სექტემბერში საქართველომ 1094 გვტ . საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 1.4%- ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს. კატეგორიების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი 663 გიგავატ საათი საცალო მომხმარებელზე მოდის და ყველაზე მეტად - 3,2%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირდაპირი მოხმარების წილი 287 გვტ. სთ იყო და შემცირებულია 0 .4%-ით წ/წ. აფხაზეთის ა/რ მოხმარებამ კი 144 გვტ. სთ შეადგინა და აქაც კლება გვაქვს 2.6% წინა წლის სექტემბერთან შედარებით.
რაც შეეხება 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებს, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2.6%-ით არის გაზრდილი.