ერთ წელიწადში, რუსეთი მოქალაქეების მხრიდან, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 447%-ით არის გაზრდილი - Palitra News

ერთ წელიწადში, რუსეთი მოქალაქეების მხრიდან, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 447%-ით არის გაზრდილი

2026-10-22 13:37:27+04:00

ერთ წელიწადში, რუსეთი მოქალაქეების მხრიდან, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 447%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ მონაცამებს უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო სააგენტო Tranio-ავრცელებს და რუსული “კომერსანტი” წერს. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში, უცხოურ უძრავ ქონებაზე, რუსების მთლიან განაცხადებში, საქართველოს წილი 5%-ს შეადგენს, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. ამდენად, მოთხოვნის წლიურმა ზრდამ 447% შეადგინა. რითაც საქართველო სხვა ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია. უძრავ ქონებაზე რუსების განაცხადებში ყველაზე დიდი წილი ტაილანდს უკავია (16%), ხოლო შემდეგ პოზიციებს თანაბარი 9-9%-იანი წილით საბერძნეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ინაწილებენ. თუმცა ამ წამყვან სამეულში მოთხოვნა ყველაზე მეტად საბერძნეთის უძრავ ქონებაზე გაიზარდა (+86%), ხოლო რეიტინგის ლიდერ ტაილანდზე, პირიქით, 27%-ით შემცირდა. ამდენად, რუსეთის მოქალაქეებს შორის, საქართველოში არსებული უძრავი ქონება დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ტოლს არ უდებს არც ესპანეთს, არც საფრანგეთს და არც მეზობელ თურქეთს.