ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს ომის დასრულებაში დახმარება შეუძლია, მაგრამ ამისთვის პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს ომის დასრულებაში დახმარება შეუძლია, მაგრამ ამისთვის პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

2026-10-22 15:02:59+04:00

დონალდ ტრამპს ომის დასრულებაში დახმარება შეუძლია, მაგრამ ამისთვის პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტ The Diary Of A CEO-ში განაცხადა.

„ტრამპს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა ძალიან მარტივად შეუძლია. რიტორიკა, რომელსაც ჩემი მისამართით იყენებს, პუტინის მიმართ უნდა გამოიყენოს. მას მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდევს, რომელსაც ხმა არა თავად, არამედ კონგრესმა მისცა - მას ამის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, შესაძლოა სხვა რამ არის. არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უსამართლობაა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ში დიზელის საწვავის ფასების ზრდაში მას ადანაშაულებს.

„პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელ ხალხს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები თითქოს იმიტომ იზრდება, რომ ჩვენ რუსეთში დარტყმებს ვახორციელებთ. ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ უსამართლოდ მიმაჩნია, რომ ის მე მადანაშაულებს. ის კონტექსტს ამახინჯებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.