საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას.
საქმე ეხება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.
რევაზ ნადარაიას თქმით, მომდევნო კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სხდომები 12:00 საათზე დაიწყება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება ხვალ 12:00 საათზეც.
„დღევანდელ სხდომას ვასრულებთ. ხვალინდელი სხდომა უკვე დაგეგმილია, მაგრამ მინდა, გაცნობოთ, ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობს“, - განაცხადა მოსამართლემ.