უკვე მე-2 დღეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება. პროცესზე დაპირისპირება მოსამართლეებსა და მხარეებს შორისაც იყო. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მაია კოპალეიშვილმა მოსამართლე რევაზ ნადარაია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. კამათი სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს საქმის პოლიტიზირებაში სდებენ ბრალს.