პარტიების აკრძალვის მოთხოვნა და საერთაშორისო შეფასებები - ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს - Palitra News

პარტიების აკრძალვის მოთხოვნა და საერთაშორისო შეფასებები - ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს

2026-10-22 20:40:45+04:00

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი პოლიტიკური დაპირისპირებისა და საქართველოს შესახებ საერთაშორისო შეფასებების მთავარ თემად რჩება. საერთაშორისო პარტნიორები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო შეშფოთებას გამოხატავენ, მმართველი გუნდი კი ამ კრიტიკას არ იზიარებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, აკრძალვის მოთხოვნა იმითაა განპირობებული, რომ შესაბამის სიაში მოხვედრილი პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციურ წესრიგს არღვევენ. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ეს მათი აკრძალვის ობიექტური საფუძველია.