საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის ყველა შუამდგომლობა უარყო - მათ შორის ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მოთხოვნაც - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის ყველა შუამდგომლობა უარყო - მათ შორის ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მოთხოვნაც

2026-10-22 20:48:44+04:00

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - უარი ბოლო ორ დღეში დაყენებულ ყველა მოთხოვნას შეეხო. მათ შორის, „ძლიერმა საქართველომ - ლელომ“ სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიმართვა სთხოვა. პარტიის წევრის, გიორგი სიორიძის განმარტებით, მიზანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის აუცილებლობის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული თავისუფლებების შეფასების კრიტერიუმების დაზუსტება იყო. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.