რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა - მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა - მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

2026-10-22 20:56:51+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა კვლავ დიპლომატიური მოლაპარაკებების დღის წესრიგში ბრუნდება. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამ პროცესის შესაძლო თარიღად კი ნოემბრის შუა პერიოდი სახელდება, თუმცა კონკრეტული დრო და ფორმატი ჯერ შეთანხმებული არ არის. მოსკოვის განცხადებებს თან ახლავს კიევის მოლოდინი და ბრძოლის ველზე მიმდინარე იერიშები. დიპლომატიური არხების გააქტიურების მიუხედავად, მშვიდობის მიღწევა კვლავ რთულ ამოცანად რჩება.