რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ოპოზიცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დისკუსიის კონტექსტში აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებასთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არსებული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯია.. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობასთან ერთად, გიორგი ზურაბაშილი რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას გამორიცხავს.