თბილისში პადელის ტურნირი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისში პადელის ტურნირი მიმდინარეობს

2026-10-23 10:21:48+04:00

თბილისში პადელის ტურნირი მიმდინარეობს. პადელი ჩოგბურთის მსგავსი სპორტია, რომელსაც პატარა კორტზე თამაშობენ. ტურნირი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. მასში წელს 130-ამდე გუნდი მონაწილეობს. ისინი სამ სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობენ - პროფესიონალები, მოყვარულები და დამწყებები. “ALL STAR” კატეგორიაში კი ტურნირის პირველ დღეს სპორტის სხვადასხვა სახეობის ცნობილმა წარმომადგენლებმა ითამაშეს. ტურნირი კიდევ ორი დღე გაგრძელდება.