საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი წუთი წუთზე განახლდება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და მას ხუთი სამუშაო დღე დაეთმობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში საქმის არსებით განხილვაზე გადასვლა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა, სწორედ ეს გახდა პროცესების გახანგრძლივების მიზეზი.