დიტო ჩუბინიძე - ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ - Palitra News

დიტო ჩუბინიძე - ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ

2026-10-23 18:46:48+04:00

ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულმა დიტო ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ის „საშიში ან დამმალავი კაცი“ არ არის.

„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში.

ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა და ეფუძნებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა.

არ ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.