ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში — ვის გამოკითხვას ითხოვს „გახარია საქართველოსთვის“ - Palitra News

ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში — ვის გამოკითხვას ითხოვს „გახარია საქართველოსთვის“

2026-10-23 20:36:45+04:00

ბოლო 3 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიული პროცესი ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე დაპირისპირება მოსამართლეებსა და მხარეებს შორისაც იყო. სასამართლომ დღეს მხოლოდ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობები განიხილა. პარტიის წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის გამოკითხვა მოითხოვა. მისი განმარტებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩორჩანისა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით.