ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით ახალ კითხვებს აჩენს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, თუკი სასამართლო ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის დამანგრეველი იქნება. მმართველ გუნდში კი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად მიიჩნევენ.