4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა. ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმება პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხზე შედგა. სანდერი ორივე წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ინანიებს. სასამართლო პროცესზე მან საპროცესო შეთანხმებით 1 წლითა და 1 თვით სასჯელის შეფარდებაზე თანხმობა გამოთქვა. პროკურატურა შეთანხმებისთვის მზადყოფნას ადასტურებს, თუმცა საბოლოო პირობების დასადგენად შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო. ამავე საქმეზე რვა პირს უკვე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, აბო ნავერიანი კი მასზე უარს აცხადებს.