„კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერებს, მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს, მიმართავს და 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებაში მათ როლზე კითხვებს სვამს. ოქიტაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეტევების მიუხედავად, კითხვების დასმას გააგრძელებს. მანამდე ოქიტაშვილმა პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესწავლის მოთხოვნით მიმართა და იმდროინდელი კულტურის მინისტრის, თიკა რუხაძის, პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა.