რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები მთავარ საკითხებზე შეთანხმებას კვლავ ვერ აღწევენ. რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, პარალელურად კი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა გააქტიურდა. რუსული დიზელის 40 ათასი ტონა ნიუ-იორკისკენ მიემართება. Starlink-ის შეზღუდვამ უკრაინის სამხედრო ოპერაციები შეაფერხა. მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ნოემბრის პირველ ნახევარში, აბუ-დაბიში, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით იგეგმება.