რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია. ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობაში ადანაშაულებს და პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებაზე მიუთითებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვთ, თუმცა ტრანსპორტისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული საკითხების გამო საკომუნიკაციო არხის შენარჩუნება აუცილებელია.