ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო - Palitra News

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

2026-10-24 12:00:57+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრპიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,საქართველოს მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერს საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

პიტერ მადიარმა ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.