ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მას ასევე დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა და 3 წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. სახელმწიფოს გადაეცა მისი უძრავი ქონება, კომპანიის წილი, ავტომობილები და სხვა ქონება. მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და ზიანი აანაზღაურა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ გახმაურებული კორუფციული საქმეები შერჩევითი მართლმსაჯულებისა და მმართველ გუნდში არსებული შიდა დაპირისპირების პრობლემებს უკავშირდება.