დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-10-24 16:02:34+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიება ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს ეხება. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.