შესაძლოა, პუტინის მსგავსი დიდი ჰუმანისტი არ ვარ, მაგრამ ძალას არ ვიშურებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალო ადამიანი ვარ, შესაძლოა, პუტინის მსგავსი დიდი ჰუმანისტი არ ვარ, მაგრამ ძალას არ ვიშურებ“, - უპასუხა ზელენსკიმ შეკითხვას იმის შესახებ, შეურაცხყოფილად გრძნობს თუ არა თავს აშშ-ის მხრიდან ბრალდებების გამო, რომ საკმარისად მადლიერი არ არის.
მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს „საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ“.
„მისი პირადი გადაწყვეტილებაა იმეგობროს თუ არა პუტინთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.