რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ოპოზიციის კრიტიკასა და ექსპერტების კითხვებს იწვევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ეტაპი არ იწყება, თუმცა ოპონენტები გადაწყვეტილებაში მოსკოვთან დაახლოების მცდელობას ხედავენ. ექსპერტები საერთაშორისო პარტნიორების როლის შესუსტების რისკზე საუბრობენ და ჟენევის საერთაშორისო ფორმატს იხსენებენ, რომელშიც გაერო, ეუთო, ევროკავშირი და აშშ მონაწილეობენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვთ, თუმცა ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე საკომუნიკაციო არხის შენარჩუნება აუცილებელია.