"ოპოზიციური ალიანსის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, ხელისუფლების ოპონენტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ - Palitra News

"ოპოზიციური ალიანსის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, ხელისუფლების ოპონენტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ

2026-10-26 09:19:19+04:00

"ოპოზიციური ალიანსის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, ხელისუფლების ოპონენტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო, საიდანაც მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომელთა განცხადებით, 25 ოქტომბრის აქცია 28 ნოემბრისთვის დაანონსებული საპროტესტო შეკრების წინაპირობაა. მათი თქმით, დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და დემოკრატიული პროცესების მოშლას უკავშირდება.