საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს 14:00 საათზე განახლდება. სასამართლო პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერს მიმდინარეობდა, თუმცა პროცესის დასრულება მხარეთა პოზიციების შეუთანხმებლობის გამო ვერ მოხერხდა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სასამართლო პროცესის განზრახ გაჭიანურებას ცდილობენ. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ სასამართლო წინასწარ განსაზღვრული სცენარით მოქმედებს და საქმის სამართლიანად გადაწყვეტის მოლოდინი არ აქვთ.