არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა

2026-10-26 09:24:15+04:00

მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, შემთხვევა ფოთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.