UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა - Palitra News

UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა

2026-10-26 09:25:07+04:00

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა გამართეს, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას, ინფორმაციის გადამოწმებასა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.