ქობულეთში, ბათუმი–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სოციალური ხასიათის მასშტაბური და ხალხმრავალი საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა და უსახლკარო ოჯახები მამაპაპისეული მიწების გასხვისებით დაზარალებულთა პრობლემების სამართლიან მოგვარებასა და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი ბიზნესის დასჯა არ არის, არამედ მოქმედი კანონმდებლობისა და ურთიერთშეთანხმების ფარგლებში ისეთი გამოსავლის პოვნაა, სადაც ინვესტორი აიღებს სოციალურ პასუხისმგებლობას.