საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 11 929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1 025 719 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.