საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა - Palitra News

საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა

2026-10-26 12:41:05+04:00

საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა. შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ფარგლებში ბავშვები პირველად მონათლა. საყოველთაო ნათლობების ტრადიციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პატრიარქმა ილია მეორემ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი. უწმინდესი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ოჯახში ყველა მესამე და მომდევნო შვილის ნათლია იყო და პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.