სერბეთში საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი პარტია დამარცხდა. გამარჯვება „სტუდენტურმა სიამ“ მოიპოვა, რასაც ვუჩიჩიც ადასტურებს. წინასწარი შედეგებით, სტუდენტები პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატს მიიღებენ. ბელგრადის ქუჩებში გამარჯვებას ათიათასობით ადამიანი ზეიმობდა. არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული, თითქმის 70-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა. გამარჯვებულებს ევროკავშირის ლიდერებმა მიულოცეს და განაცხადეს, რომ მზად არიან, სერბეთს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და ევროპულ გზაზე წინსვლაში დაეხმარონ.