პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას რეკომენდაციას უწევს - Palitra News

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას რეკომენდაციას უწევს

2026-10-26 15:51:48+04:00

საქართველოს პროკურატურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას რეკომენდაციას უწევს. უწყების ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გენერალურ პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმეზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მანამდე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფარგლებში მიმდინარეობდა, შემდეგ კი გენერალურ პროკურატურას გადაეცა.