"ოპოზიციური ალიანსი" საპროტესტო გამოსვლების ახალ ეტაპს იწყებს. თბილისში გამართული დემონსტრაციის შემდეგ ოპოზიციური ძალები გეგმავენ, პროტესტი გააფართოონ და 28 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციამდე მიიყვანონ. მათი მიზანია, წინააღმდეგობის მოძრაობაში მეტი მოქალაქე ჩაერთოს. როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები სამოქმედო გეგმის განხორციელებას და რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები.