რუსეთ-უკრაინის ომში შეტევები გრძელდება, სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა კი კვლავ ბუნდოვანია. რუსული იერიშების შედეგად უკრაინის რამდენიმე რეგიონში ადამიანები დაშავდნენ. მოსკოვის ცნობით, უკრაინული დრონების მასშტაბურ შეტევას ვორონეჟის ოლქში ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს უკრაინის არმიის შეზღუდვასა და ნეიტრალურ სტატუსზე დათანხმებას. ანდრეი სიბიგას შეფასებით, რუსეთი მოლაპარაკებებზე მხოლოდ ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში წავა. აშშ კი დიპლომატიურ ძალისხმევას აგრძელებს.