საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ევროპელი ლიდერების შეფასებები კვლავ კრიტიკულია. ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას ისინი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებენ. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე სასამართლო პროცესსაც ევროპელი პარტნიორები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ხელისუფლება კი კრიტიკას არ იზიარებს. რა გავლენას მოახდენს არსებული ვითარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და როგორ პასუხობს მმართველი გუნდი პარტნიორების შენიშვნებს?