დიდ ბრიტანეთში შტორმ „ბოელოს“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში ავტომობილს ხე დაეცა და ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. რამდენიმე საათით ადრე მსგავსი შემთხვევა შოტლანდიაშიც მოხდა. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 90 ათასზე მეტ ობიექტს ელექტროენერგია შეუწყდა. შოტლანდიაში დაიტბორა გზები და შენობები, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა და გაუქმდა ავიარეისები. შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ინგლისში ყვითელი დონის გაფრთხილება გამოცხადდა.