აშშ-ის ფლორიდის შტატში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსთან მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. ქალაქის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, 11 დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი პირებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, მომხდარის გარემოებების დასადგენად კი გამოძიება მიმდინარეობს.