მთავრობამ პარლამენტს ინიციატივით მიმართა, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია დაეკისროს - აღნიშნული ფუნქცია დამატებით ანაზღაურებას არ ითვალისწინებს - Palitra News

მთავრობამ პარლამენტს ინიციატივით მიმართა, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია დაეკისროს - აღნიშნული ფუნქცია დამატებით ანაზღაურებას არ ითვალისწინებს

2026-10-26 16:28:27+04:00

მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებით მიმართა, რომლის მიხედვით, შესაძლებელია, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია დაეკისროს. ამავე პროექტით, შესაძლებელი ხდება, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ ან მოადგილემ შეთავსებით შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეასრულოს.

ცვლილებები “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ფუნქციების დამატება დამატებითი ანაზღაურების დაწესებას არ ითვალისწინებს და ის ანაზღაურების გარეშე განხორციელდება.

ცნობისთვის, გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.