საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მხარეებმა „ქართული ოცნების“ პოზიცია უკვე მოისმინეს, ახლა კი სიტყვით მოპასუხე მხარე - ოპოზიციონერი ლიდერები გამოდიან და სასამართლოს საკუთარ მოსაზრებებს აცნობენ. ოპოზიციის გამოსვლები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. რაც შეეხება მათ შეფასებებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ და ამავე პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ. თავად „ქართულ ოცნებაში“ კი მათი სარჩელის დაკმაყოფილებას ელოდებიან და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებათ.