„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ამ სახელწოდებით ოპოზიციურმა ალიანსი საპროტესტო კამპანია დაიწყო - Palitra News

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ამ სახელწოდებით ოპოზიციურმა ალიანსი საპროტესტო კამპანია დაიწყო

2026-10-27 10:07:19+04:00

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ამ სახელწოდებით ოპოზიციურმა ალიანსი საპროტესტო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ მობილიზებას გეგმავენ. პირველი აქცია 25 ოქტომბერს ჩატარდა, ორგანიზატორების გეგმით კი კულმინაცია 28 ნოემბერს, თბილისში მასშტაბური აქცია იქნება. ოპონენტები თვლიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების ფონზე ქუჩის პროტესტის გაძლიერება აუცილებელია. თუმცა ოპოზიციურ სპექტრში საერთო გეგმის გარშემო ყველა ძალა არ გაერთიანებულა აქციას არ უერთდებიან პარტია გახარია საქართველოსთვის და ლელო. ისინი დამოუკიდებელ ბრძოლის გზას ირჩევენ… მმართველ გუნდში 25 ოქტომბრის შეკრებას ოპოზიციის პოლიტიკური სისუსტის მორიგ დასტურად აფასებენ