როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" ბრიუსელის კრიტიკულ გზავნილებს - Palitra News

როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" ბრიუსელის კრიტიკულ გზავნილებს

2026-10-27 10:07:42+04:00

ევროპული პერსპექტივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარების მთავარ მიზნად განიხილებოდა, საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპელი პარტნიორების ურთიერთობის ფონზე სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ბრიუსელიდან კრიტიკული გზავნილები არ წყდება ევროკავშირი დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნას კი დემოკრატიის საფრთხედ აფასებს.. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ევროპული კურსიდან გადახვევის პარალელურად იმ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირთან მომავალს რეალურად აქრობს. ოპოზიციის შეფასებით, ევროპელი პარტნიორების გზავნილები ადასტურებს, რომ პრობლემა ცალკეულ განცხადებებსა თუ დიპლომატიურ უთანხმოებაში არ არის და ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს.