ჩვენს არგუმენტაციას დღეს ვიტყვით და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ის ნაწილი, რომელშიც ვართ საკონსტიტუციო სარჩელში ორჯერ მოხსენიებული, არის დაბალი სტანდარტის მტკიცებულება და სამართლიანი სასამართლოს პირობებში არ უნდა იქნას გამოყენებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტად, - ამის შესახებ შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მას არ აქვს ოპტიმისტური განწყობა ამ პროცესების მიმართ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. თევზაძის აზრით, მიმდინარე პროცესები არის მოსამართლეებისთვისაც, „რათა მათ კიდევ ერთხელ დაინახონ თუ რა მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ“.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საუბრობენ, დღეს ალბათ გაგრძელდება „კოალიცია ცვლილებისთვის”, ანუ ჩვენი პარტიის წარმომადგენლების საუბრით, იმ სამართლებრივ არგუმენტებზე, რომლებიც გააქარწყლებს „ქართული ოცნების” ბუნდოვან მოთხოვნებსა და პოზიციას. გუშინაც არაფრის მთქმელი ახსნა - განმარტება ჰქონდა „ქართულ ოცნებას”.
დანარჩენს ვნახავთ ამ დღეების განმავლობაში ეს პროცესი არის მოსამართლეებისთვისაც, რომ მათ კიდევ ერთხელ შეხედონ რა მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი იმ შექმნილი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მაგრამ ერთი მხრივ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და მეორე მხრივ მთელ მსოფლიოს, იქიდან გამომდინარე, რომ ის „ქეისები“, რომელზედაც დღეს მე ვისაუბრებ, არის საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც არ მოხდა პარტიების აკრძალვა ან დემოკრატიული პარტიების დიქტატურის მიერ აკრძალვა მოხდა, საბოლოო ჯამში ამ პარტიებმა გაიმარჯვეს და ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი დაამყარეს. ეს არის საბოლოო ჯამში მოცემულობა. ჩვენს არგუმენტაციას დღეს ვიტყვით და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ის ორივე ნაწილი, რომელშიც ვართ საკონსტიტუციო სარჩელში მოხსენიებული, არის დაბალი სტანდარტის მტკიცებულება და სამართლიანი სასამართლოს პირობებში არ უნდა იქნას გამოყენებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტად”, - განაცხადა თენგო თევზაძემ.
მან ასევე ისაუბრა, ოპოზიციის გეგმაზე „სამომავლო სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, და განაცხადა, რომ განსხვავებით ვუჩიჩისა და ორბანისგან, რომლებმაც სამართლიან არჩევნებში წააგეს და ეს აღიარეს, „ქართული ოცნება” ამბობს: „ჩვენ დამარცხებას არ ვაღიარებთ, გავანადგურებთ, დავიჭერთ და ავკრძალავთ ოპოზიციას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არ უნდა დავუშვათო”.
„კოალიცია ცვლილებებისთვის” ემზადება და ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის იყო სამართლებრივი არჩევნები. “ოპოზიციური ალიანსის” პირობებში საზოგადოებას 6 პუნქტიანი გეგმა შევთავაზეთ, თუ რას გულისხმობს სამართლიანი არჩევნები. ევროპის მასშტაბით გვაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს თარსი შეარქვეს, სადაც ჩავიდა არჩევნები ყველამ წააგო. ორბანიც და ვუჩიჩიც ორივე დამარცხდა, ორივემ აღიარეს დამარცხება, რადგან ისინი ორივე არიან პოლიტიკოსები, მოსწონდა თუ არა სერბ და უნგრელ ხალხს ისინი. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ჩვენ დამარცხებას არ ვაღიარებთ, გავანადგურებთ, დავიჭერთ და ავკრძალავთ ოპოზიციას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არ უნდა დავუშვათო. თარსი კობახიძე ამას ვერ იზამს, ბიძინა ივანიშვილმა ეს კარგად იცის და დაგანახებთ, სად იქნება თარსი ირაკლი კობახიძე ოთხ-ხუთ თვეში. ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისთვის არის თარსი და მას აუცილებლად დამარცხებას გამოუწერს”, - განაცხადა თევზაძემ.