"არქი" მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა - Palitra News

"არქი" მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა

2026-10-27 14:26:33+04:00

"არქი" მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა. ამ უპრეცედენტო შედეგით კომპანია მსოფლიოს უძლიერეს სამეულშია. გლობალურ ასპარეზზე არქის წარმატება უპრეცედენტოა - ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში #1 ქართველ დეველოპერს წინ მხოლოდ დუბაის „დამაკი“ და საუდის არაბეთის NHC (ენ-ეიჩ-სი) უსწრებს. მაღალი მოთხოვნის გამო, ყველა დარეგისტრირებულმა მსურველმა ბინის შეძენა ვერ შეძლო. მათთვის „არქიმ“ სპეციალური მომლოდინეთა სია შექმნა, რათა მომდევნო ბლოკების გაყიდვისას შეთავაზების მიღების პრიორიტეტული შესაძლებლობა ჰქონდეთ.