სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე 248 მილიონ 500 ათასი დოლარი იყიდა - Palitra News

სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე 248 მილიონ 500 ათასი დოლარი იყიდა

2026-10-27 14:31:03+04:00

სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე 248 მილიონ 500 ათასი დოლარი იყიდა. როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, სებ-მა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო და როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ სექტემბერში წმინდა შესყიდვების სახით 248 მილიონ 500 ათასი დოლარი შეიძინა. შესაბამისად, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით უკვე 8 მილიარდ 170 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3 მილიარდ 370 მლნ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ყველაზე დიდი შესყიდვა მაისში შედგა, როცა სებ-მა Bmatch-ით დაახლოებით 640 მილიონი დოლარი იყიდა. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს BMatch-ის პლატფორმით და სავალუტო აუქციონებით ახორციელებს. BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემაა, რომლის მეშვეობითაც სრულდება კონვერტაცია.