პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესზე ურთიერთბრალდებებით ისაუბრეს. ქართული ოცნება სარჩელის დაკმაყოფილებას, საქართველოს გამარჯვების ტოლფასად მიიჩნევს. საპარლამენტო ოპოზიცია კი ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობასა და განსხვავებული აზრის შეზღუდვაში ადანაშაულებს.